მე 9ე დღეს ტრენინგი დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით შემდეგ ვიმუშავეთ ბლოგში, ვისწავლეთ გამოკითხვის გაჯეტის შექმნა, რედაქტირება. ასევე გავიარეთ ბლოგზე პროექტის პორტფოლიოს ატვირთვა.
ინტელის ძირითად სასწავლო კურსმა სხვა ღირებებულებთან ერთად მასწავლა პროექტების წერა ტექნოლოგიების გამოყენებით. შევქმენი პორთფოლიოს საქაღალდეები, გავეცანი კურსის რესურსებს, განვიხილე პროექტები, რომელიც დამეხმარება სასწავლო სტანდარტის მიღწევაში და 21-საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში. ვისწავლე ბლოგებისა და ბუკლეტის შექმნა, რაც დამეხმარება პროექტის რეკლამისათვის, სადაც თვალნათლივ ჩანს ჩვენი პროექტის მიზანი თუ რა სარგებლობის მოტანა შეუძლია პროექტს მოსწავლეებისათვის. ვისწავლე პროექტის გეგმაზე მუშაობა, გამოვავლინე სტანდარტით განსაზღვრული შედეგები. ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით შევიმუშავე ჩვენი პროექტიდან გამომდინარე სტანდარტები და ინდიკატორები, განვსაზღვრე მიზანი, გამოვიყენე ბლუმის ტაქსონომია და 21- საუკუნის უნარ-ჩვევები. სტანდარტების და მიზნების თვალსაჩინოება დაეხმარება მოსწავლეებს რომ გავიდნენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგზე. ასევე გავეცანი შეფასების სხავადასხვა მეთოდებს, დროში გავწერე შეფასების გეგმა, დავადგინე მოსწავლეების საჭიროება.გავაკეთე პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია , ვიმუშავე ბლოგში,ვისწავლე ბლოგზე დაბრუნება.სურათებისა და ფონების შეცვლა,წაშლა, ჩასმა -აღდგენა. მე ვთვლი,რომ ყოველი ტრენინგი ძალიან საჭირო და საინტერესო იყო ჩემთვის. ვისწავლე ბლოგში კომენტარების დაწერა, შევქმენი მოსწავლისათვის ახალი ბლოგი, მივაწოდე ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით, ჩავსვი სურათები, შემდეგ განვიხილე გაჯეტები და მისი მნიშვნელობა კვლევა-ძიების პროცესში.გავაკეთე მოსწავლის ნიმუშების პრეზენტაცია.ვისწავლე, როგორ დაურთოთ კომენტარი კოლეგის ბლოგს. პროექტის გეგმაზე მუშაობისას გავითვალისწინე ყველა მოსწავლის შესაძლებლობები, გავაკეთე აქტივობა მოსწავლეთა ჩართულობისა და მაღალი სააზროვნო უნარების წახალისებისათვის, ვისწავლე ფასილიტაციის რესურსების შექმნა მოსწავლეთათვის, რაც მომავალში დამეხმარება წარმატებული სასწავლო პროექტის დაგეგმვაში, ავტვირთე საქაღალდე Drive-ში და მივაბი ჩვენს ბლოგს.ჩვენს პორტფოლიოზე განვათავსე ჩვენი გაკვეთილის პროექტი, ფოტო-მასალა, პრეზენტაციები და მოსწავლის ნიმუშები.
ტრენინგის ბოლოს,მასში მონაწილე ყველა მასწავლებელმა წარმოადგინა თავისი პროექტის პრეზენტაცია, გავითვალისწინეთ ერთმანეთის რჩევები, გამოვთქვით ჩვენი ვარაუდები. ეს ტრენინგი ჩემთვის ბევრის მომცემი გამოდგა, რადგან ძირფესვიანად გავეცანი ინტელის ძირითად სასწავლო კურსს, რაც დამეხმარება მომავალი პროექტების დაგეგმვაში.
დიდი მადლობა ქალბატონ ქეთი ცერაძეს გაწეული მუშაობისათვის.
No comments:
Post a Comment